ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

საზღვარი

0 ხმა

თამუნა შავგულიძე

ბიოგრაფია

  მე, თამუნა შავგულიძე, ამჟამად მცხოვრები ისრაელში, გახლავართ ბავშვთა ფსიქოლოგიისა და მშობელთა ქოუჩინგის სტუდენტი. ამასთანავე ვარ 2021 წელს გამოცემული ორი პოეტური კრებულის თანაავტორი.


     დავიბადე 1993 წლის ოცდა ერთ ოქტომბერს თბილისში, წყნეთში. პირველი კლასიც აქვე გავიარე, თუმცა შემდგომ რამდენჯერმე მომიწია სკოლის გამოცვლა და მათ შორის ძველ სკოლაში დაბრუნებაც. ბოლო გაჩერება ისრაელი იყო, სადაც დამამთავრებელ კლასში ჩამოვედი და ენის ბარიერისა და სხვა მრავალი დაბრკოლების მიუხედავად წარმატებით დავასრულე სკოლა და შევძელი ისრაელის სრულყოფილი ატესტატის აღება. მიუხედავად უნივერსიტეტთან დაკავშირებული ბევრი ოცნებისა იმ ეტაპზე სწავლა არ გამიგრძელებია. ეს ჩემთვის საკმაოდ რთული და დიდი სტრესის შემცველი პერიოდი იყო, თუმცა დღეს დღეისობით ვთვლი, რომ ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე სწორი გადაწყვეტილებაც იყო, რადგან ჩემი დღევანდელი, როგორც გაზრდილი, ჩამოყალიბებული ადამიანის ინტერესი და არჩევანი ახლოსაც კი არ არის იმ სფეროსა და პროფესიასთან რომელზეც ათი წლის წინ ვვოცნებობდი.

   

   ბავშვობის გზა, ისევე როგორც ოთხმოცდაათიანების ბავშვების უმრავლესობისა არც ჩემი ყოფილა ია-ვარდით მოფენილი. წყნეთის უზარმაზარი, სამ სართულიანი სახლიდან თბილისში პატარა ბინაში მოგვიწია გადასვლა. ბებიამ ეს ვერ გადაიტანა და გადასვლამდე ცოტა ხნით ადრე გარდაიცვალა, თითქმის ჩემს თვალწინ. 

ამას რამდენიმე კვირაში მოყვა დედის მხრიდან პაპის გარდაცვალებაც, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ავადმყოფობდა, ესეც თითქმის ჩემს თვალწინ.

   მალევე მამა გახდა ფსიქოტროპულ წამლებზე დამოკიდებული, მუდმივად იყო არა ფხიზელ მდგომარეობაში, რაც საკმაოდ დიდი წნეხი იყო, რადგან ცხოვრება გვიწევდა მუდმივი ფსიქოლოგიური ზეწოლისა და მეტიც ‘ტერორის’ ქვეშ.

ამ ყველაფერს ზედ დედის ემიგრაციაში წავლაც დაემატა, რამაც ცხოვრება კიდევ უფრო რთული და მუქი გახადა.

„ის რაც არ გვკლავს გვაძლიერებს“ 

                                                               ნიცშე

   ერთად აღებულმა ყველა ამ გამოწვევამ მეც გამაძლიერა და მასწავლა, რომ ყველა სიტუაციიდან არსებობს გამოსავალი, მთავარია არ დავნებდეთ.

სხვა თანაავტორებთან ერთად გამოცემული მაქვს ლექსები ორ წიგნში, ესენია: 

‘ლექსის აკვანი’ IV ტომი რომელიც გამოიცა 2021 წლის აპრილში.

‘სიყვარულის ასი ლექსი’ რომელიც ასევე გამოიცა 2021 წელს, ოქტომბრის თვეში..

ლექსები ასევე გამოქვეყნებულია სოციალურ ქსელებში არსებულ სხვა და სხვა გვერდებსა თუ ჯგუფებში.

ეს მოთხრობა ‘საზღვარი’ არასოდეს ყოფილა არც წიგნის სახით და არც ინტერნეტ სივრცეში. 


სინოპსისი

    წიგნი დაფუძნებულია რეალურ ფაქტებზე დაყრდნობით.

მასში მოცემული სიტუაცია ვითარდება ისრაელში, ბენ-გურიონის აეროპორტის სასაზღვრო ციხეში სადაც ვრცელი რიგის, უსასრულო ლოდინისა და ხანგრძლივი დაკითხვის შემდეგ, ისრაელში ჩასულ უარყოფილ ვიზიტორებს აჩერებენ უკან, სამშობლოში დაბრუნებამდე.

      წიგნში აღწერილია ის სიტუაცია და პირობები, რომელშიც ადამიანებს უწევთ ყოფნა იქ გატარებული დღეების განმავლობაში და ამასთანავე მოგვითხრობს რვა ვიზიტორის, ანუ ერთ საკანში მოხვედრილი რვა განსხვავებული ასაკის, ცხოვრების, მიზნებისა და შეხედულებების მქონე პატიმრის შესახებ, რომლებიც ერთმანეთს უკეთ ეცნობიან, საერთო გასაჭირის მიზეზებს განიხილავენ და საკუთარი განვლილი ცხოვრების ისტორიებს  უზიარებენ,  

მიმდინარე ტური არ არის აქტიური