სიკვდილმისჯილი წერილები
0 ხმა

გურამ ჩხეიძე
მე ვარ გურამ ჩხეიძე, 22 წლის, ქალაქ გარდაბნიდან.
მწერლობა სერიოზულად დავიწყე 19 წლის ასაკიდან, მანამდე კი იშვიათად ვწერდი მოკლე მოთხრობებს და ვცდილობდი მეტი მეკითხა რათა შესაბამისი ცოდნა დამეგროვებინა მთლიანი წიგნის დასაწერად. მწერლობის ინტერესი გამოიწვია წიგნების კითხვამ რადგან იმდენად სასიამოვნო იყო ჩემთვის კარგი და საინტერესო წიგნის წაკითხვა, რომ ძალიან მაინტერესებდა მათი დაწერისას რას ვიგრძნობდი და მწერლობაც საკმაოდ სასიამოვნო პროცესი აღმოჩნდა ჩემთვის და ასე რომ ვთქვათ „ჩამითრია“ ამ პროცესმა. პირველი წიგნი დავწერე 19 წლის ასაკში, თუმცა მისი გამოცემა არ მინდა რადგან ჩემი პირველი გამოცდილება იყო და არ არის მზად გამოცემისთვის. შემდეგ დავწერე მეორე წიგნი რომლის დაწერასაც დაახლოებით 6 თვე მოვუნდი, ჩემი ხარჯებით გამოვეცი 150 ცალი წიგნი თუმცა უშედეგოდ. შემდგომ დავწერე მესამე და ამ ეტაპისთვის ბოლო წიგნი რომელსაც გიგზავნით თქვენ, ასევე ატვირთული მაქვს საბას ელექტრონულ პლატფორმაზე.
წიგნში ასახული ვითარება მიმდინარეობს ძველ დროში, ეს არის სიკვდილმისჯილის ჩანაწერები. მას არც სახელები აქვს გამოყენებული ჩანაწერებში, არც თარიღები, არც ადგილების დასახელებები რადგან მისთვის ამ ყველაფერს უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა, ის უბრალოდ წერს იმისთვის რომ სიმშვიდე შეინარჩუნოს მთელი 30 დღის განმავლობაში სანამ მას არჩევნის მიღების დრო დაუდგება, ჩამოახრჩოს მისი მესაკნე და გადაირჩინოს თავი ან მოკვდეს იგი და გადაარჩინოს მესაკნე. მას დაიჭერენ იმის გამო, რომ ხმამაღლა აპროტესტებდა „ადამიანების’ არაადამიანურ ქცევებს და ადამიანის ჩამოხრჩობის ამორალურობას, ამის გამო მას გავლენიანი ადამიანები გადაემტერენ. თუმცაღა ციხეში ბევრი საინტერესო რამ მოხდება და ბევრ საინტერესო ადამიანს შეხვდება, მას ეგონა რომ მშვიდად იჯდებოდა 30 დღის განმავლობაში ციხეში თუმცა მრავალ ჩახლართულ ამბებში მოუწია გავლა, როგორიცაა ციხიდან გაქცევა, დამალვა, საყვარელი ადამიანის ღალატი, ადამიანების სიკვდილი, იმედგაცრუება და ა.შ.
მიმდინარე ტური არ არის აქტიური