ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

სულის ცხოველები

0 ხმა

ალექსი კუკავა

ბიოგრაფია

სახელი გვარი: ალექსი კუკავა

ასაკი : 25

საცხოვრებელი ადგილი : ხობის რაიონი სოფელი ხამისკური


მე ვარ ალექსი კუკავა, დაბადებული 1998 წლის 14 აპრილს ქალაქ ზუგდიდში. ამჟამად ვცხოვრობ სოფელ ხამისკურში. მოზარდობის პერიოდში დავიწყე აქტიურდ ლიტერატურის კითხვა, რის შემდეგაც თავადაც გამიჩნდა წერის სურვილი. მიყვარს სამყაროში არსებული, თუნდაც უმნიშვნელო დეტალების დაკვირვება და მათი მხატვრულად წარმოდგენა. განათლებით ვარ ფსიქოლოგი, რაც მეხმარება წერის დროს პერსონაჟების ხასიათის ჩამოყალიბებაში. მომწონს ბუნებასთან სიახლოვე და მისი დაკვირვება. წერა ყველაზე კარგი რამაა, რაც ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ფუნდამენტური ნაწილია, რომლის დროსაც თავს იმად ვგრძნობ რაც ვარ.


სინოპსისი

  ნაწარმოები ეხება ხელოვნურ ინტელექტს, თუ რა საფრთხის შემცველი შეიძლება ის აღმოჩნდეს კაცობრიობისთვის, თუ მას უფლებას მივცემთ ჩვენს ცხოვრებაში ინტეგრირდეს. ნაწარმოებში მოვლენები ვითარდება მომავალში, სადაც მთავარი პერსონაჟები გაილაშქრებენ მსოფლიოში გაბატონებული ხელოვნური ინტელექტის წინააღმდეგ, რომელსაც ,, კიბერ ღმერთის ,, სახელით იცნობენ. დეტალურად გაიგებენ, თუ როგორ მოახერხა მან ადამიანების დამორჩილება და მათზე ბატონობა. საკუთარი თვალით ნახავენ ტექნოლოგიური პროგრესის უარყოფით მხარეებს. ხოლო ნაწარმოების ბოლოს მკითხველს მოუწევს იმაზე ფიქრი, იყო თუ არა მანამდე მოყოლილი ისტორია ნამდვილი თუ ეს მთავარი პერსონაჟის გამონაგონია, რომელსაც უმტკიცებენ რომ, მას იდენტურობის დისოციაციური აშლილობა სჭირს.

მიმდინარე ტური არ არის აქტიური