ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

როგორ გადარჩა ინგილო ბავშვი განწირული ძახილით „დედა-დედა

0 ხმა

გელა მამულაშვილი

ბიოგრაფია

დავიბადე (16/02/1974) აზერბაიჯანის რესპუბლიკის, ზაქათალის რაიონში. დავამთავრე (1991-96) თსუ-ს ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. ვარ საქართველოს მოქალაქე - ჟურნალისტი და ლიტერატურის მოყვარული

სინოპსისი

ხე ფესვებიდან იწყებაო. საქართველოს ერთ-ერთი ძლიერი ფესვი ისტორიულ ჰერეთში, საინგილოშია. მას რუდუნებით მოვლა, დედა-სამშობლომდე მოტანა სჭირდება, რათა მარადიულ გულმავიწყობას არ მიეცეს.

პირველი მოთხრობა - ზეციური ანარეკლები - როგორ გადარჩა ინგილო ბავშვი განწირული ძახილით „დედა-დედა“! - შეეხება დღევანდელ საინგილოში არსებულ მწვავე პრობლემას, როცა შვილები ქართული სასკოლო სექტორის ნაცვლად, აზერბაიჯანულ ან რუსულ სექტორებზე მიჰყავთ. ამ გზით მომავალ თაობას სამუდამოდ გადაგვარებისთვის სწირავენ. ძილში სულთამხუთავშემოწოლილი ბავშვი მანამდე ვერ გაიღვიძებს, სანამ სიტყვა „დედა“ (რუსული მაამას ნაცვლად) არ გაახსენდება და მშობელს განწირულ ღრიალს არ გააგონებს.

მეორე მოთხრობა - კეთილი სახე - შეეხება დღეისთვის ფასდაკარგულ უანგარო დამოკიდებულებას, როცა „კეთილი ადამიანი“ მხოლოდ კარგად მოსატყუებლად, რამეში გამოსაყენებლად უფრო სჭირდებათ. ასეთებს, როგორც წესი, ქუჩაში თუ შენობებში ადვილად ცნობენ და „კბილებსაც ოპერატიულად ილესავენ“. ასე დადის გმირი ქუჩებში და გასცემს „მოწყალებას“, როცა ნამდვილ მადლიერებას მხოლოდ მელიქიშვილის გამზირელი უსინათლო მთხოვნელისგან იღებს.   

დანარჩენი (არამარტო ჰერული) პროზაული სილუეტები შემდეგისთვის იყოს, თუკი ამის საშუალება მომეცემა.

პატივისცემით

მიმდინარე ტური არ არის აქტიური