ბუმერანგი
0 ხმა
ნინო კობახიძე
სახელი, გვარი - ნინო კობახიძე
საცხოვრებელი ადგილი - თბილისი, ცინცაძის 56
მოკლე ბიოგრაფია - პროფესიით პიარ/მარკეტინგის სპეციალისტი. ბავშვობიდან მიყვარს კითხვა და წერა. სკოლის გაზეთში ჩემი ჩანაწერები არაერთხელ გამოცემულა. სხვა მსგავსი გამოცდილება არ მქონია, თუმცა, ყოველთვის ვწერდი.
წერა მეხმარება საკუთარი ემოციების და შეგრძნებების რეალურად აღქმაში,
უარყოფითი ემოციებისგან გათავისუფლებაში.
თითქმის ორი წელი დავუთმე ჩემი რომანის წერას.
ვფიქრობ, ნებისმიერი ადამიანი წაკითხვისას იგრძნობს გმირების ტკივილს თუ სიხარულს და აღმოაჩენს საკუთარ თავის ცხოვრების რომელიმე ეტაპზე.
მადლობა!
ადამიანი ისე ვერ მიდის ცხოვრების უცნაურ გზაზე, რომ შეცდომები არ დაუშვას.
შეცდომა უნდა იყოს გამოსწორებადი.
შეცდომა არ უნდა იყოს ცოდვა.
შეცდომას გვერდი არ უნდა აუარო, უნდა ინანო.
ერთი გავლენიანი ადამიანის შეცდომამ შეცვალა, არა მხოლოდ მისი, არამედ, ყველა მის გარშემო მყოფი ახლობელი ადამიანების ცხოვრება.
რატომ?
მან მიატოვა, არ აიღო პასუხისმგებლობა, უკან აღარ მოიხედა, ეგონა, დრო გააქრობდა.
შეცდომა შვილი არ არის, შეცდომა ღალატია, ღალატია ოჯახის, შვილის, ცოლის, საკუთარი თავის.
წლების მერე, ამაზე პასუხს აგებს ყველა უდანაშაულო ადამიანი და მზე ზღვაში სამუდამოდ იძირება.
მამა, რომელიც კარგავს ცოლს საკუთარი დაუდევრობის გამო და რჩება ერთი შვილი, რომელსაც წლების წინ ჩადენილი ცოდვა კლავს.
მიმდინარე ტური არ არის აქტიური