წონასწორობის ღმერთი
0 ხმა

თამარ წულუკიძე
დამიწერია თუ არა რამე ?
არა
არც დამიწერია და არც გამომიქვეყნებია.
ცარიელ ფურცელს 20 წუთი ვუყურე. ვიტყუები 24, ისევ ვიტყუები 26. ბიოგრაფიის წერილში სახელი და გვარი იწერება? კი იწერება ოღონდ გაკვრით და ფერმკთალად ისე, რომ მხოლოდ მოტივიღა უნდა დარჩეს ავტორისა. კონკურსის შესახებ რომ გავიგე არც კი მიფიქრია ვიცოდი უკვე ჩემი ერთადერთი ვრცელი პირმშოდან რა ნაგლეჯი, რომელი 19 გვერდი უნდა ამომეწერა. ფაილად შემენახა და შარაგზაზედ გამეშვა. ჯერ კიდევ დაუსრულებელი სულს ღაფავს უკანასკნელ ფურცლებზე. მგონი ბიოგრაფია ასე არ იწერა, მიზნები უნდა დაიწეროს, რაში წაადგება ჩემს კარიერას დაბეჭდილი წიგნი, რამდენად წინ წასწევს ეს პროექტი ჩემს ლიტერატურულ მოღვაწეობას. რატომ მე და არა ის...მე კი თანაგრძნობა დამეუფლება რატომ არა ის? რადგან ის შეიძლება მეც ვყოფილიყავი. მერე უკან დახევის უკიდეგანო სურვილი კონკურენციაში ჩაბმის მზაობას ჩამიკლავს. მაგრამ ჩემივე თავი შემეცოდება, რადგან ჩემი ნაწარმოებიდან ამონაჭერს სხვა ფაილად რო ვინახავდი „გული“ დავაწერე. სინამდვილეში ნაწარმოებს სულ სხვა სახელი ქვია „წონასწორობის ღმერთი“. ჩემს მთავარ პერსონაჟს გული თითქმის არ აქვს, მაგრამ მაინც ეს სიტყვა მომივიდა თავში, იმ ფანტაზიების და ქაოსის კონას სიყვარულის ორგანოს სახელი ვუწოდე. და ალბათ სწორედ ეს უკანასკნელია არის მოტივი თუ რატომ მინდა მიუსაფარი ნაწარმოები ბევრმა შეიფაროს, გადაფურცლოს თანამედროვე ენაზე კი ჩამოსქროლოს და მე ბიოგრაფიაში ჩამეწეროს.
მთავარ პერსონაჟი ახლაგაზრდა ქალი, მინაა. იგი მთელი სიმსუბუქით უშვებს 7 მომაკვდინებელ ცოდვას მოწყენის გასაქარწყლებლად. თუმცა ვერცერთი მათგანი იხსნის მას ამ საშინელი მტარველისგან. სწორედ ამ მომენტიდან იწყება წიგნში უჩვეულო ქაოსი, აჯანყება როლების გაცვლა. სიზმარი და ფიქრები სააშკარაოზე გამოდის და სამყაროს მიკრო კლიმატი იქმნება ნაწარმოებში. მინა პოულობს მწერალს ანუ მის ღმერთს და აგრძნობინებს მის არასაჭიროობას ამ ამბავში. თუმცაღა იცის რომ აქ მთავარი სხვა ვინმეა. სხვა სწორედაც რომ მკითხველია, პერსონაჟი მოგზაურობს დროსა და სივრცეებში, რათა გიპოვოთ თქვენ მკითხველები. წიგნი ერთგვარი ალეგორია ადამინის ცხოვრების გზის, რომელიც მიმართულია ჭეშმარიტების აღმოსაჩენად. წიგნის პირველი ნაწილი კი ამ მოგზაურობის ერთგვარი შესავალია.
მიმდინარე ტური არ არის აქტიური