საიტზე დარეგისტრირებითა და შეკვეთის განხორციელებით ავტომატურად ეთანხმებით საიტის
წესებსა და პირობებს.
რეგისტრაციისას თქვენ ქმნით საკუთარ პროფილს, ირჩევთ პაროლს და უთითებთ სახელს, გვარს, მეილსა და პირად საკონტაქტო ნომერს ტრანსპორტირების განსახორციელებლად.
ინფორმაციის კონფიდენციალურობა დაცულია პალიტრა L-ის მიერ.
პროდუქციის აღწერილობა
palitral.ge-ზე პროდუქციის შეძენამდე გთხოვთ, დეტალურად გადახედოთ როგორც წიგნზე ინფორმაციას, ისე მის ფასებს.
ფასები
ვებგვერდზე განთავსებული ყველა წიგნის ფასი მოცემულია ლარში. ფასები შეიძლება შეცვალოს ადმინისტრაციამ ნებისმიერ დროს. * ფასი არ იცვლება მომხმარებლისთვის, თუ მას უკვე შეკვეთილი აქვს წიგნი.
შეკვეთა
შეკვეთისას უთითებთ თქვენს ელფოსტას, საკონტაქტო ნომერსა და ფაქტობრივ მისამართს. შეკვეთის შემდეგ მიიღებთ ავტომატურ დადასტურებას სმს-ის სახით, რის შემდეგაც მოხდება ნივთის ტრანსპორტირება. მიწოდება ხორციელდება მთელი საქართველოს მასშტაბით. ტარიფი: თბილისი – 3 ლარი, რეგიონები – 5 ლარი.მიწოდების მაქსიმალური ვადა: თბილისი – სამი სამუშაო დღე, რეგიონები – შეკვეთიდან ექვსი სამუშაო დღე.
* შეკვეთილი პროდუქტები და დეტალები გამოჩნდება შეკვეთების გვერდზე.
პროდუქციის შეკვეთის გაუქმება
palitral.ge ვალდებულია მომხმარებლის მიერ გადახდილი თანხა დააბრუნოს იმ შემთხვევაში, თუ: ა) თანხის გადახდიდან მაქსიმუმ 7 სამუშაო დღის განმავლობაში მომხმარებელს არ მიეწოდა შეძენილი ნივთი;
ბ) მიწოდებული პროდუქტი არ ემთხვევა შეძენილს;
გ) ნივთი დაზიანებულია.
* "გ" პუნქტით განსაზღვრული შემთხვევის დადგომისას თანხა დაგიბრუნდებათ იმ შემთხვევაში, თუ დაზიანებას კურიერის თანდასწრებით აღმოაჩენთ .
დაბრუნების პოლიტიკა
მომხმარებელს უფლება აქვს ისარგებლოს შეძენილი ნივთის/პროდუქტის დაბრუნების უფლებით PalitraL.ge-ზე შემდეგი პირობებით:
(ა) კომპანიის მიერ განთავსებული პროდუქტის დაბრუნების წესი განისაზღვრება, წინამდებარე დაბრუნების პოლიტიკის შესაბამისად. ნივთის დაბრუნების სურვილის შემთხვევაში, მომხმარებელმა დაბრუნების მოთხოვნის დასაფიქსირებლად უნდა შეავსოს დაბრუნების ფორმა, რომელიც განთავსებულია შეკვეთის ისტორიაში თითოეული ნივთის გასწვრივ. აღნიშნულის განსახორციელებლად, თქვენ უნდა გადახვიდეთ შეკვეთის ისტორიაში, ნახოთ კონკრეტულად დასაბრუნებელი ნივთი და დააჭიროთ მის გასწვრივ არსებულ დაბრუნების ღილაკს.
(ბ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, 30 ლარის ფარგლებში არსებული ნივთები და 30 ლარს ზემოთ ღირებულების ნივთების ზოგი კატეგორია არ ექვემდებარება დაბრუნებას, შესაბამისად, ასეთ ნივთებზე დაბრუნების ფორმას ვერ შეავსებთ დაბრუნების ღილაკზე დაჭერით. იმ შემთხვევაში, თუ საგამონაკლისო ნივთებს ჩაბარების მომენტში აღენიშნებათ ხარვეზი და მას კურიერის თანდასწრებით აღმოაჩენთ, პრეტენზია შეგიძლიათ დააფიქსიროთ და კომპანია უზრუნველყოფს თანხის დაბრუნებას.
დაბრუნების პირობები
• კომპანია, დაბრუნების პოლიტიკის გათვალისწინებით, გაძლევთ შესაძლებლობას 14 (თოთხმეტი) კალენდარული დღის განმავლობაში უკან დააბრუნოთ შეძენილი ნივთი ქვემოთ მითითებული წესის დაცვით:
დაბრუნების წესი და გამონაკლისები:
• ნივთის დაბრუნების სურვილის შემთხვევაში სავალდებულოა თქვენი პროფილიდან შეკვეთების გვერდზე არსებული დაბრუნების ფორმის სრულად შევსება.
• ნივთის დაბრუნების ინიცირების უფლება თქვენ გენიჭებათ ნივთის ჩაბარების მომენტიდან და მოქმედებს ნივთის მიღებიდან 14 (თოთხმეტი) კალენდარული დღის განმავლობაში.
• თუ თქვენ 14 (თოთხმეტი) კალენდარულ დღეში დაბრუნების ფორმის შევსებით არ მოახდენთ ნივთის დაბრუნების ინიცირებას, თქვენ დაკარგავთ ნივთის დაბრუნების უფლებას.
• დაბრუნების ფორმის შევსების შემდეგ თქვენ გენიჭებათ 7 (შვიდი) კალენდარული დღე, რათა მოახდინოთ კომპანიისთვის ნივთის დაბრუნება. (აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ კომპანია არ არის ვალდებული დაიბრუნოს ნივთი)
• ნივთის დაბრუნება შეგიძლიათ განახორციელოთ კომპანიის შემდეგ მისამართზე: თინა იოსებიძის 49 ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით, დღის შემდეგ მონაკვეთში: 09:30- 18:00 სთ.
• ნივთი დაბრუნებას არ ექვემდებარება კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში (ჰიგიენური ნივთები, 30 ლარამდე ნივთები და სხვ.).
• ნივთის დაბრუნებისას აუცილებელია ნივთს თან ახლდეს კომპანიის მხრიდან თქვენთვის ნივთის ჩაბარების დროს გადმოცემული/თანდართული ყველა თანმხლები ნაწილები და დოკუმენტი.
• თუ ნივთს ან/და ნივთის თანმხლებ ნაწილს/დოკუმენტს აღენიშნება რაიმე სახის ცვლილება, კომპანია უფლებას იტოვებს ეჭვქვეშ დააყენოს მისი ნამდვილობა/უნაკლოობა და შესაბამისად, დაბრუნების პროცედურა შეაჩეროს მოკვლევითი სამუშაოების ჩატარებამდე, რაც შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 14 სამუშაო დღისა. ნივთის მდგომარეობიდან გამომდინარე შესაძლოა დაგიბრუნდეთ გადახდილი თანხის ნაწილი.
ანაზღაურების წესი:
• კომპანიის მხრიდან მომხმარებლისთვის თანხის დაბრუნება ხდება დაბრუნების ფორმის შევსებიდან/ხელშეკრულებაზე უარის თქმის შესახებ შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს 14 (თოთხმეტი) კალენდარული დღის ვადაში.
• დაბრუნებული ნივთის შესაბამისი საფასური დაგიბრუნდებათ ანაზღაურების იმ მეთოდით, რომლითაც მომხმარებელმა დააფიქსირა შეკვეთა.
• თუ ნივთს ან/და ნივთის თანმხლებ ნაწილებს/დოკუმენტებს აღენიშნება რაიმე სახის ცვლილება, კომპანია უფლებას იტოვებს ეჭვქვეშ დააყენოს მისი ნამდვილობა/უნაკლოობა და შესაბამისად დაგიბრუნოთ თქვენს მიერ გადახდილი თანხის ნაწილი ნივთის შეფასების შესაბამისად.
• აქციით შესყიდული ნივთის დაბრუნებისას, თუ დაბრუნება არღვევს აქციის პირობას, კომპანიას უფლება აქვს მომხმარებელს მოთხოვოს აქციით მიღებული ბენეფიტების დაბრუნება
თუ მომხმარებელმა შეძენის მომენტში შეცდომით მიუთითა სასურველი პროდუქტი, palitral.ge თანახმაა გადაცვალოს შეძენილი ნივთი იმ შემთხვევაში, თუ:
ა) მომხმარებელი გადაიხდის პროდუქტის ხელმეორედ ტრანსპორტირების საფასურს;
ბ) ხელახლა მოთხოვნილი წიგნის ფაქტობრივი ნაშთი ფიქსირდება palitral.ge-ის ონლაინმაღაზიაში.
გ) იმ შემთხვევაში, თუ ხელახლა მოთხოვნილი ნივთის ფაქტობრივი ნაშთი არ იძებნება palitral.ge-ის ონლაინმაღაზიაში, მაშინ მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს სხვა სასურველი წიგნი გადახდილი თანხის ლიმიტის ფარგლებში.
კონფიდენციალურობის პოლიტიკა:
palitral.ge იცავს მყიდველის პირად ინფორმაციას და არ გადასცემს მას მესამე პირს მყიდველის თანხმობის გარეშე.