ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

წუთით კოსმოსში

0 ხმა

ანუკი შატაკიშვილი

ბიოგრაფია

მე ვარ ანუკი შატაკიშვილი, 19 წლის. ვსწავლობ ჯიპას ციფრულ მედია და კომუნიკაციაზე. ამ სიტყვების შემდეგ უპირობოდ დასმულ კითხვაზე - ანუ რა გამოხვალ? ჯერ-ჯერობით ვპასუხობ, რომ პროდიუსერი.

 მიყვარს სამყაროს შეცნობის პროცესი. 19 წლიანი შეცნობის შედეგად კი ყველაზე ცოტა რამ საკუთარ თავზე ვიცი. ამის მთავარი მიზეზი ჩემი ცვალებადობაა. სწორედ ეს „ბევრნაირობა“ მეხმარება ადამიანების გაგებაში, შემდეგ კი მათ პერსონაჟებად გარდაქმნაში. თითოეული ჩემი შექმნილი პერსონაჟი არის რაღაც ეტაპის ანუკი. ცხადია, ზოგი უკვე იმდენად განსხვავდება ჩემგან, რომ მათი ცნობაც კი მიჭირს.

წერა სკოლის ადრეული პერიოდიდან დავიწყე. 14 წლის ასაკში დავწერე პირველი რომანი, რომელსაც დღეს საერთოდ აღარ ვეხები, რადგან მინდა იმ პერიოდის ნააზრევად დარჩეს. „წუთით კოსმოსში“ მეორე შედარებით მოცულობითი ტექსტია, რომელზე ფიქრიც 15 წლიდან დავიწყე. 2020 წელს კი, ჩემი ორი მოთხრობა („სეანსი“ და „ირაციონალური შიში“) დაიბეჭდა კრებულ „ინსომნიაში“.

საცხოვრებელი ადგილი: თბილისი

გამოქვეყნებული მოთხრობები: კრებული „ინსომნია 2020“ (მოთხრობები: „სეანსი“ და „ირაციონალური შიში“)


სინოპსისი

რომანში აღწერილი სამყარო ისეთივე ჩვეულებრივია, როგორც - ყველაფერი ჩვენ გარშემო. განსხვავება ერთია - აქ ადამიანებს არაჩვეულებრიობის აღქმა აქვთ, ამიტომაც არის ეს ქვეყანა დასამახსოვრებელი.

ამბის მთხრობელი მისტიკური მთვარეა, რომელიც მეორე მხრივ მთავარ პერსონაჟს, ლალუნას, წარმოადგენს.

 „წუთით კოსმოსში“ ადამიანები და ცხოვრებისეული მოვლენები კოსმოსთან კავშირდება. უდაოდ იარსებებს ციური სხეული, რომელთანაც მსგავსებას, პერსონაჟების მსგავსად, თქვენც იპოვნით.

ლალუნა დერმონდი ახალგაზრდა გოგონაა, რომელიც მშობლების გარდაცვალების ამბავს წლების შემდეგ იძიებს. ამ გზას ჰალეი ტუნგუსკთან ერთად გადის. ჰალეის ბავშვობიდან ბევრჯერ შეხვედრია, თუმცა მათი რეალური შეხვედრა და გაცნობა სრულიად მოულოდნელად შედგა.

ყოველ ადამიანს უნდა ჰქონდეს იმის შესაძლებლობა, რომ გაფრინდეს კოსმოსში, თუნდაც მხოლოდ წუთით.


მიმდინარე ტური არ არის აქტიური